სამოდელო გაკვეთილის გეგმა


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ხათუნა ჯალაღონია პ/ნ 51001006161
სამოდელო გაკვეთილის ტიპი : ინტეგრირებული
საგანი: ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური/პირველი კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 5 მოსწავლე, კლასში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე
ჩატარების თარიღი: 26/12/2018 წელი
გაკვეთილის თემა:  ,,დავხატოთ ფიგურების გამოყენებით
გაკვეთილის მიზანი :
ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 
·         მოსწავლეებმა შეძლონ გრაფიკულ რედაქტორში ფიგურების გამოყენებით ილუსტრაციის შექმნა.
მათემატიკა
·         მოსწავლეებმა შეძლონ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)

1

აქტივობა N1 კლასის ორგანიზება - გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების სქემის გაცნობა.

ვერბალური მეთოდი
საერთო საკლასო
პროექტორი,
კომპიუტერი, თაბახის ფურცელი
2 წუთი
2



აქტივობა N2 საშინაო დავალების  შემოწმება - მასწავლებელი მოსწავლეებს ფლეშ  ბარათის გამოყენებით ბუკში წინასწარ უწერს ვიდეოს ,,ფიგურები და მისი დახატვა Paint-ში. ვიდეოს ნახულობენ სახლში.  გაკვეთილზე კითხვებზე პასუხებით მასწავლებელი  ადგენს უყურეს თუ არა ვიდეოს.
შებრუნებული საკლასო ოთახი, კითხვებზე- პასუხი


ინდივიდუალური


ბუკი, ელექტრონული რესურსი

2 წუთი









3

აქტივობა N3 წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით თამაში ,,დიახ/არა“ ბარათების გამოყენებით.
  მასწავლებელი პროექტორის მეშვეობით ეკრანზე უჩვენებს PowerPoint- ში შექმნილ თამაშს, სვამს კითხვებს, ხოლო მოსწავლეები ინსტრუქციის თანახმად დადებით პასუხს აფიქსირებენ მწვანე ბარათის გამოყენებით, უარყოფით პასუხს კი წითელი ბარათის მეშვეობით.
დემონსტრირება/კითხვებზე პასუხი
საერთო საკლასო მუშაობა


პროექტორი,
კომპიუტერი/
ფოტო მასალა.
ელექტრონული რესურსი https://drive.google.com/open?id=1tOcqAabypxWBYidbhrBk6438xqOTAIlP
 ბარათები.


2 წუთი

4



აქტივობა N4  გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა, დახატვა.
მათემატიკა - ყუთში მოთავსებულია თაბახის ფერად ფურცელზე გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები მოსწავლე იღებს ყუთიდან ფიგურას ამოიცნობენ და აღწერენ მას მასწავლებელი კი  მაგნიტის საშუალებით აკრავს დაფაზე.

 ისტ-გრაფიკულ რედაქტორში მოსწავლეები ხატავენ დაფაზე გამოკრულ გეომეტრიულ ფიგურებს მიმდევრობით და ინახავენ საქაღალდეში  სახელით ,,ფიგურები“.
სწავლა კეთებით/პრაქტიკული მუშაობა
ინდივიდუალური
თაბახის ფერადი ფურცლები, მაგნიტები, ბუკი.
10 წუთი
5
აქტივობა N5 მოდელებით კომპოზიციის შექმნა მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფერად პრინტერზე ამობეჭდილ სურათს.
მათემატიკა
  მოსწავლეები მოდელზე-დაკვირვებით ითვლიან გამოყენებული გეომეტრიული ფიგურების რაოდენობას და აღწერენ მათ.
ისტ-ი
 მოდელზე-დაკვირვებით გრაფიკულ პროგრამაში გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით  კომპოზიციის შექმნა.

სწავლა კეთებით/პრაქტიკული მუშაობა
ინდივიდუალური
სურათი, თაბახის ფერადი ფურცლები,
ბუკი
13
წუთი
6
შეჯამება
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კითხვების საშუალებით შეაჯამებს გაკვეთილს.
ვერბალური/პრაქტიკული მუშაობა
ინდივიდუალური
ბუკი
2 წუთი
7
შეფასება
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით რუბრიკის გამოყენებით.

ვერბალური
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
2 წუთი
8
საშინაო დავალება - მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას: ფიგურების გამოყენებით გრაფიკულ რედაქტორში -Paint-შეასრულეთ ნახატი - ,,ახალი წელი’’.
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
დავალების ბარათები ფერად ფურცლებზე.
2  წუთი
                                           გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. 1.3 მოსწავლეს შეიძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება
·         იყენებს სახატავ რედაქტორს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
·         ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში;
მათემატიკა
მიმართულება:  გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ. 1.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა
·         შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან;
·         აღწერს მითითებულ გეომეტრიულ ფიგურას.

გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
კარგია
საჭიროებს გაუმჯობესებას
სჭირდება დამატებით მუშაობა
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა
მოსწავლე აღწერს და ამოიცნობს გეომეტრიულ ფიგურებს
მოსწავლე ამოიცნობს გეომეტრიულ ფიგურას, მაგრამ აღწერისას საჭიროებს დახმარებას
მოსწავლეს უჭირს გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა, აღწერა.
კომპოზიციაში გამოყენებული გეომეტრიული ფიგურების რაოდენობის დათვლა
მოსწავლე სწორად ითვლის კომპოზიციაში გამოყენებული გეომეტრიული ფიგურების რაოდენობას
მოსწავლე საჭიროებს დახმარებას კომპოზიციაში გამოყენებული გეომეტრიული ფიგურების რაოდენობის დათვლისას
მოსწავლე სწორად ვერ ითვლის კომპოზიციაში გამოყენებულ  გეომეტრიული ფიგურების რაოდენობას
გრაფიკული რედაქტორის პროგრამის გახსნა, ნახატს შენახვა
მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული რედაქტორის პროგრამის გახსნა და ნახატს შენახვა
მოსწავლეს სჭირდება დახმარება გრაფიკული რედაქტორის პროგრამის გახსნისას და ნახატის შენახვისას
მოსწავლეს უჭირს  გრაფიკული რედაქტორის პროგრამის გახსნა და ნახატის შენახვა
მოდელებით კომპოზიციის შექმნა გრაფიკულ რედაქტორში
მოსწავლე მოდელზე დაკვირვებით ქმნის კომპოზიციას გრაფიკულ რედაქტორში
მოსწავლეს სჭირდება დახმარება მოდელზე დაკვირვებით კომპოზიციის შესაქმნელად გრაფიკულ რედაქტორში
მოსწავლეს უჭირს მოდელზე დაკვირვებით კომპოზიციის შექმნა გრაფიკულ რედაქტორში






კომპოზიცია




ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელ
ხათუნა ჯალაღონიას მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს I კლასში ჩატარებული
 სამოდელო (ტიპი: ინტეგრირებული) გაკვეთილის
რეფლექსია
თემა: ,,დავხატოთ ფიგურების გამოყენებით

რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
   ჩემ მიერ პირველ კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი:  ორი საგნის (ისტ და მათემატიკა) ინტეგრირების მიზნით იყო დაგეგმილი. დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება, რადგანაც საგანთა შორის კავშირების წარმოჩენა ხელს უწყობს მოსწავლეებში მასალის უკეთ აღქმას, კარგად შესწავლას და ტრანსფერის უნარის განვითარებას, სწორედ ამიტომაც  გადავწყვიტე ჩამეტარებინა ინტეგრირებული  გაკვეთილი  მათემატიკასთან.

რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
   ვფიქრობ ჩემი კოლეგები დაინტერესდნენ ისტ. ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით. მაგალითად, მათემატიკაში ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების  ადვილად და უკეთ შესასწავლად ისინი მომავალში უკვე გამოიყენებენ Paint-გრაფიკულ რედაქტორს. შეძლებენ  მსგავსი  ტიპის გაკვეთილებით  მოსწავლეთა  დაინტერესებას   და  სასურველი შედეგის ადვილად მიღწევას. მსგავსი სასწავლო პროცესი კი მოსწავლეებისთვისაც სახალისოა, რადგანაც ყველა აქტიურ ფაზაშია, სწავლა მიმდინარეობს მოდელირებისა და სწავლა კეთების მეთოდით, რაც მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის სწავლებისას და შესაბამისად მოსწავლეც არ იქნება დემოტივირებული.

იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?
    ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო:  მოსწავლეებს შეძლებოდათ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა. ასევე გრაფიკულ რედაქტორში გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით მოდელზე დაკვირვებით შეექმნათ ილუსტრაცია.
       ვფიქრობ, რომ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეებმა ყუთში მოთავსებული ფიგურები ამოიცნეს, აღწერეს და ჯერ მიმდევრობის შესაბამისად შემდეგ კი მოდელზე დაკვირვებით დახატეს Paint-გრაფიკულ რედაქტორში.

რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგის პედაგოგიურ პრაქტიკაში გაკვეთილის ჩატარებით?
    შემდგომი გაკვეთილის ჩატარებისას შევეცდები დავგეგმო მსგავსი აქტივობები   წყვილებში და ჯგუფებში, რადგანაც წყვილებში და ჯგუფური მუშაობის დროს იზრდება მოსწავლეთა შორის  თანამშრომლობითი ურთიერთობა, ერთად უმკლავდებიან პრობლემას და ერთად პოულობენ პრობლემის გადაჭრის გზებს. თანამშრომლობითი კულტურა ავითარებს კომუნიკაციურ და სოციალური უნარებს.

სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/ პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?

   ჩატარებულმა გაკვეთილმა დამანახა, რომ მოსწავლეების ცოდნის დონე არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი საგნის კომპეტენციით, არამედ ის უნდა ახდენდეს სხვადასხვა საგნის ინტეგრირებას, რომელიც მხოლოდ მსგავსი  გაკვეთილების ჩატარებით არის შესაძლებელი.

რომელი აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
    ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. მხოლოდ ბოლო აქტივობას  დასჭირდა  ცოტა მეტი დრო, ამიტომ  შესაფასებლად დამრჩა  ცოტა დრო.
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
     ყველაზე წარმატებული  იყო  მეხუთე აქტივობა - მოდელებით კომპოზიციის შექმნა.  იმიტომ, რომ ყველა მოსწავლე აქტიურ ფაზაში იყო, რადგანაც თვითონ ინდივიდუალურად/პრაქტიკულად ასრულებდნენ მოდელზე დაკვირვებით დავალებას.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
     მიუხედავად ჩემ მიერ შექმნილი არაერთი რესურსისა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უფრო სახალისო გაკვეთილი სჭირდებოდა კლასს, შესაძლოა იმიტომ, რომ გამოყენებულ მეთოდებში დომინირებდა დემონსტრირება/სწავლა კეთების მეთოდი.
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
უფრო ეფექტური გაკვეთილის ჩატარების მიზნით ვფიქრობ არ გამოვიყენებ მხოლოდ დემონსტრირება/სწავლა კეთების მეთოდს და  გავამრავალფეროვნებ აქტივობებს.

       

თარიღი:   31/12/2018 წელი


No comments:

Post a Comment