სასარგებლო რჩევები




რჩევა მასწავლებელს, გზავნილი- ალბერტ ბანდურასგან
1. აჩვენეთ მოსწავლეებს ახალი ქცევის მაგალითები, ამით თქვენ მათ ახალი ქმედებების სწრაფად ათვისებაში დაეხმარებით;
2.   გახსოვდეთ, რომ ახლად ათვისებული მასალა ყოველთვის დაუყოვნებლივ არ ახდენს გავლენას მოსწავლის ქმედებაზე;
3.   წააქეზეთ მოსწავლეები, ისეთი არჩევანი გააკეთონ, რაც მათი სწავლისთვის სასარგებლო იქნება;
4.გაამხნევეთ მოსწავლეები, პროდუქტიული მიზნები დასახონ;
5.ასწავლეთ მოსწავლეებს ეფექტური სწავლისა და ქცევის სტრატეგიები;
6.ბანდურას აზრით, 4 პირობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით ისწავლონ სამაგალითო ქცევაზე დაკვირვებით: ყურადღება, შენარჩუნება, გამეორება, მოტივაცია;
7.  გაკვეთილი ისე დაგეგმეთ, რომ მოსწავლეებს დავალების ნაწილის შესრულება დამოუკიდებლადაც შეეძლოთ; 
8. მიეცით მოსწავლეებს საშუალება , რომ ერთმანეთს შორის პატარა კონფლიქტები თავად გადაჭრან. ჩაერიეთ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გაძლიერდა;
9. როცა მოსწავლეები იმპულსურად იქცევიან და ვერ ახდენენ საკუთარი ემოციების კონტროლს, მიეცით მითითებები და აუხსენით, რა შეიძლება მოჰყვეს მათ საქციელს;
10. წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თავიანთი ნამუშევარი და პროგრესი შეაფასონ;
11.წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თანაკლასელებს რჩევისთვის და დახმარებისთვის მიმართონ;
12.ასწავლეთ მოსწავლეებს დავალებების დაგეგმვის კონკრეტული სტრატეგიები.



რჩევა მოსწავლეს, მასწავლებლისგან...

რჩევა პირველი:
მეცადინეობა, უმჯობესია დაიწყო დილიდან. სკოლის შემდეგ კარგად  უნდა ისადილო, ოდნავ დაისვენო, გაისეირნო და შემდეგ დაიწყო მეცადინეობა.

რჩევა მეორე:
ძალიან მნიშვნელოვანია, დადებითად განეწყო სწავლისათვის და გულისყურით მიუდგე შესასწავლ საკითხს.

რჩევა მესამე:
დავალებების შესრულებაში დღეს ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობს, ნუ გაიფუჭებ განწყობას. გადადევი ცოტა ხნით. მოახმარე დრო სხვა საკითხებს  და შემდეგ კვლავ დაუბრუნდი რთულს.

რჩევა მეოთხე:
წინასწარ მოაწესრიგე ყველაფერი მაგიდაზე, იმისთვის, რომ არაფერმა არ დაფანტოს შენი ყურადღება, შენ წინ დაიწყე ყველა საჭირო სახელმძღვანელო და რვეული. განათება მაგიდაზე უნდა ხვდებოდეს მარცხენა მხრიდან.

რჩევა მეხუთე
თუ მეცადინეობის დაწყების პირველ ეტაპზე შეატყობ, რომ ყველაფერი იოლად არ გამოგდის, გულს ნუ აიცრუებ. იცოდე, რომ უმეტეს ადამიანს შენსავით უჭირს დასაწყისში, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება.

რჩევა მეექვსე
ყოველ ერთ საათში გააკეთე ათ წუთიანი შესვენება. დაასვენე თავი. ამ შესვენების დროს შეგიძლია გააკეთო მარტივი ფიზიკური ვარჯიშები ან რომელიმე საოჯახო საქმე, ცოტა დაისვენე და შემდგომ გააგრძელე მეცადინეობა.

რჩევა მეშვიდე:
   დაიც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები  კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის დროს, ხშირად გაანიავე ოთახი, დაიცავი კომპიუტერთან სწორად ჯდომის წესები.

რჩევა მერვე:
არამიზნობრივად ნუ გამოიყენებ გასართობ და სხვა არასასწავლო, არასაგანმანათლებლო საიტებს.
რჩევა მეცხრე:
კიბერბულინგის დროს  ნუ დაიდანაშაულებთ თავს, დაელაპარაკეთ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ფსიქოლოგს ან სხვა ზრდასრულს, რომელსაც ენდობით;
რჩევა მეათე:
გახსოვდეს 8 ნაბიჯი წარმატებისკენ არ დანებდე და თქვი:მე ეს შევძელი!





რჩევები მშობლებს

1.   ნუ გააკრიტიკებთ ბავშვებს, არამედ შეაქეთ ისინი. ასე არა სხვის განსჯას არამედ შეფასებას სწავლობენ;
2.   ნუ შეარცხვენთ ბავშვებს, სხვების წინაშე. ის მთელი ცხოვრება დამნაშავედ იგრძნობს თავს;
3.   არასოდეს ილაპარაკოთ ბავშვზე ცუდი, არც მისი თანდასწრებით, არც მის გარეშე;
4.   ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც შეკითხვებს გისვამთ;
5.   მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეუმჩნეველი იყავით იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა;
6.   დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს აქამდე აუთვისებელი რამ. გააკეთეთ ეს ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდითა და სიყვარულით;
7.   ბავშვთან ურთიერთობისას, იხელმძღვანელეთ მხოლოდ კარგი მანერებით. იყავით მისი მეგობარი. ეს კარგად აისახება სწავლაზე;
8. გესაუბრონ, როგორ იყენებენ ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს.კიბერბულინგის შემთხვევაში ურჩიე შეწყვიტონ კომუნიკაცია კიბერაგრესორთან და წაუკითხავად წაშალონ მათგან მოსული მესიჯები;
9.   აკონტროლეთ შვილების ინტერნეთ სივრცეში ყოფნის დრო და ხშირად მოხმარებადი საიტები;
10.  აღკვეთეთ კიბერბულინგი დაწყებამდე და ასწავლეთ შვილებს ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენება.



გამოყენებული ლიტერატურა:

1 comment:

  1. კარგი ნაშრომია "აღკვეთეთ კიბერბულინგი დაწყებამდე და ასწავლეთ შვილებს ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენება"

    ReplyDelete