სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას
სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა
სასწავლო პროექტი „ სკოლა ბულინგის გარეშე“
მასწავლებელი: ხათუნა ჯალაღონია
2018-2019 სასწავლო წელი
1. პროექტის
სახელწოდება - „ სკოლა ბულინგის გარეშე“
2.პროექტის
აქტუალობა: ტექნოლოგიების განვითარებამ
დღეს კაცობრიობა ისეთი პრობლემის წინაშე დააყენა, როგორიცაა კიბერბულინგი. კიბერბულინგი
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული
ქმედებაა. ეს შეიძლება ხდებოდეს ყველგან, სკოლაში, სახლში, ელ. ფოსტის, მოკლე ტექსტური
შეტყობინების, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლე აცნობიერებდეს კიბერბულინგის ნიშნებს და
მის გამომწვევ მიზეზებს. ამდენად პრობლემა მეტად აქტუალურია.
3.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებში
პრობლემის გადაჭრისა და სოციალური უნარების განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის გათავისება და თვითშეგნების გრძნობის ამაღლება. ბულინგის, კერძოდ: კიბერბულინგის
არსის გააზრება და პრევენციის გზების დასახვა.
4.მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ
სოციალური უნარები, აუმაღლდებათ პასუხისმგებლობა და თვითშეგნება, არსებული პრობლემის
დროს შეეცდებიან გაუმკლავდნენ კიბერბულინგის შემთხევებს, არ გაასაჯაროონ სხვისი პირადი
ფოტო მასალა, არ გაუგზავნონ დამამცირებელი ან დამაშინებელი ტექსტური შეტყობინება ერთმანეთს
ან უცნობს პიროვნებას, ან პირიქით არ დამალონ კიბერბულინგის ფაქტები და მიმართონ უფროსებს.
5.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ბულინგის ფორმებს, მათ შორის
კიბერბულინგს. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გაიაზრებენ ბულინგის საფრთხეს. დასახავენ
პრევენციის გზებს.
6.პროექტის
სრული აღწერა: მოსწავლეები
დაინტერესდებიან და მოიძიებენ ინფორმაციას
ბულინგის სხვადასხვა ფორმებზე და გააკეთებენ
პრეზენტაციას. ნახავენ ფილმს კიბერბულინგზე.
დახატავენ კიბერბულინგის ამსახველ ნახატებს და მოაწყობენ გამოფენას ,,სკოლა ბულინგის
გარეშე“ სახელწოდებით, შექმნიან კითხვარებს და ინტერვიუს ჩამოართმევენ: უფროს კლასელებს.
გააკეთებენ მონაცემთა ანალიზს. მოხდება შუალედური მონიტორინგი პროექტის ხელმძღვანელების
მიერ. შექმნიან და გაავრცელებენ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტებს. პროექტის ამსახველ
ფოტო მასალას კი განათავსებენ ბლოგზე.
7.
მონაწილეთა ასაკი: 10-12 წელი, კლასში
არ არის სსსმ მოსწავლე.
8. პროექტის
მონიტორინგი: პროექტის მონიტორინგი განხორციელდება
ხელმძღვანელის მიერ ყოველი აქტივობის შემდეგ.
9. პროექტის
ვადები: 2019 წლის 17
მაისიდან, 2019 წლის 31 მაისამდე.
10. შესაძლო
აქტივობები: ვიდეო ფილმის ჩვენება, ხატვა, ინფორმაციის მოძიება და წარმოდგენა სხვადასხვა
სახით: პრეზენტაცია, გამოკითხვები, სტატისტიკური ანალიზი, ბუკლეტის დამზადება/გავრცელება.
11.სარგებელი
სხვებისთვის: შექმნილი ბლოგი და საინფორმაციო ბუკლეტი.
12.პროექტის
ბიუჯეტი
N
|
რესურსი
|
თანხა, ლარი
|
დაფინანსების
წყარო
|
1
|
თაბახის ფურცლები, მარკერები
|
5
|
სკოლა
|
2
|
კომპიუტერი
|
0
|
სკოლა
|
3
|
მონიტორი
|
0
|
სკოლა
|
4
|
ინტერნეტი
|
0
|
სკოლა
|
13. პროექტის
ფასილიტატორი: ხათუნა ჯალაღონია
15. პროექტის ფარგლებში შექმნილი ბლოგი: bullingwalenjixismeotxeskola.blogspot.com
აქტივობები და დრო
N
|
აქტივობები
|
დრო
|
განმახორციელებელი
|
პასუხისმგებელი
|
რესურსი
|
1
|
გეგმის
შედგენა, ვიდეო ფილმის ჩვენება
ნახატების გადანაწილება.
|
17 მაისი
|
ხელმძღვანელი
და მოსწავლეები
|
ხათუნა ჯალაღონია
|
კომპიუტერი, მონიტორი
|
2
|
ნახატების
გამოფენა, კითხვარების შექმნა და წყვილებში გადანაწილება და გამოკითხვის ჩატარება.
|
21 მაისი
|
ხელმძღვანელი
და მოსწავლეები
|
თაბახის ფურცელი, მარკერები
|
|
3
|
ჯგუფებად
დაყოფა
პრეზენტაციის
წარმოდგენა.
|
24 მაისი
|
ხელმძღვანელი,
მოსწავლეები,
|
ინტერნეტი, პრინტერი
|
|
4
|
ჯგუფებში
პოსტერების შექმნა/ გავრცელება
|
28 მაისი
|
ხელმძღვანელი
და მოსწავლეები
|
კომპიუტერი
|
|
5
|
განხორციელებული პროექტის
მასალების დახარისხება ბლოგზე განთავსება
|
31 მაისი
|
ხელმძღვანელი
და მოსწავლეები
|
კომპიუტერი, პრინტერი
|
პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა
მონაწილეობას
იღებს პროექტის თემის შერჩევაში, ასაბუთებს თემის აქტუალურობას
|
2
|
სასწავლო
პროექტზე მუშაობის პროცესში ეძებს საინტერესო მასალას, აგროვებს და
ახარისხებს ინფორმაციას, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით
თვალსაჩინოებას ქმნის და პრეზენტაციას აკეთებს
|
2
|
ფლობს
საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული და
შემოქმედებითი აზროვნება ;
|
2
|
აქტიურად არის
ჩართული სამუშაო პროცესში, ჯგუფური მუშაობის უნარებს ფლობს
|
2
|
თანაგუნდელებს
უზიარებს საკუთარ გამოცდილებას , მათთან ერთად ქმნის თვალსაჩინოებებს,
შეხვედრების დროს აქტიურად არის ჩართული დისკუსიაში
|
2
|
No comments:
Post a Comment